მერჩენდაიზერი
სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ოპერირებს ყოველდღიური მოხმარებისა (FMCG) და საყოფაცხოვრებო საქონლის ბაზარზე და წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს საქართველოში სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ მერჩენდაიზერის თანამდებობაზე სამშენებლო მაღაზია "მი ჰაუსში".
სავალდებულო მოთხოვნები: გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის განლაგება (მერჩენდაიზინგი): პროდუქციის თაროებზე განთავსება კომპანიის სტანდარტებისა და პლანოგრამის მიხედვით.
- ვიზუალური პრეზენტაცია: ფასმაჩვენებლების (ფასების) სიზუსტისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფა;
- მარაგების კონტროლი: თაროების შევსება, ნაშთების მონიტორინგი და დროული შევსების მოთხოვნა.
- ვადების მართვა: პროდუქციის ვარგისიანობის ვადების კონტროლი.
- პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
პიროვნული თვისებები
- გუნდურობა;
- თავაზიანობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო პირობები
- კვირაში 5 სამუშაო დღე; 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
ლოკაცია: ვაზისუბანი, ჯ. ლეჟავას ქ. #22, სამშენებლო მაღაზია "მი ჰაუსი"
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მეილზე.
საგნის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.