8634 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AEA51YQ0 გამოქვეყნდა 2 ოქტ 8 ნახვა

BME Georgia

BME Georgia

გაყიდვების მენეჯერი

BME Georgia გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾2500 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

შპს ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME – Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვალდებულებები: - ახალი კლიენტების ძიება და მოზიდვა. - კლიენტებთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება, ასევე საწყისი კომერციული შეთავაზების მომზადება. - მომხმარებელ-კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენის შესაძლებლობა პრეზენტაციის სახით, ტელეფონით, ასევე პირადი შეხვედრის დროს. - კლიენტებთან ზარების და შეხვედრების რაოდენობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება - ცივი ზარების განსახორციელებლად მონაცემთა ბაზის ძიება და შევსება. - გაყიდვების დინამიკისა და პროცესების გააზრება. - კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მიმართ მომხმარებლის საჭიროებების ზუსტი იდენტიფიცირება და მომხმარებელთან შეკვეთების კოორდინაცია მისი საჭიროებებისა და ასორტიმენტის ხელმისაწვდომობის შესაბამისად. - ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარება უკვე არსებულ მომხმარებელთა ბაზასთან. - გაყიდვების დეპარტამენტის ასევე კომპანიის სხვა განყოფილებების თანამშრომლებთან წარმატებული კომუნიკაციის წარმართვა. - გაყიდვების მოცულობის დაგეგმვა მომავალი პერიოდებისთვის. - სამშენებლო მოედნების მონახულება გაზომვების ჩასატარებლად და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. - საპრეზენტაციო მასალების მომზადება.

მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი. - კომერციული შეთავაზების მომზადების გამოცდილება. - პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, კრეატიულობა, შემოქმედებითი აზროვნება. - პრიორიტეტების განსაზღვრისა და ამოცანების შესრულების ვადების შესრულების უნარი. - მაღალი წარმადობა გაყიდვებში, კომპეტენტური მოლაპარაკებები და საქმიანი მიმოწერა. - კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარი. - საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა. - ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, რუსული ენის ცოდნა მისასალმებელია. - მისასალმებელია გამოცდილება სარეკლამო სააგენტოში ან მსხვილი კომპანიის მარკეტინგის განყოფილებაში. - სასურველია ციფრულ რეკლამასთან მუშაობის გამოცდილება. - უმაღლესი განათლება სავალდებულოა, სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგისა და რეკლამის, შესაძლოა დიზაინის და ჰუმანიტარული ან შემოქმედებითი პროფესიების მიმართულებით.

ვადები: - სამუშაო ადგილი დასავლეთი, აჭარის ტერიტორია, ბათუმი - სამუშაო განრიგი ორშაბათი-პარაკევი 9:00-დან 18:00 საათამდე. - ხელფასი გასაუბრების შედეგის მიხედვით. (დაახლოებით 2500 ლარი + ბონუსები)

კანდიდატებს გთხოვთ ელ. ფოსტაზე წარმოადგინოთ CV "გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიის B2B" დასახელებით სათაურში არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
BME Georgia
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა