სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემების კონტროლის სპეციალისტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვეძებთ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემების კონტროლის სპეციალისტს.
ძირითადი მოვალეობები: - საწარმოო პროცესების, სანიტარული მდგომარეობისა და ჰიგიენური ნორმების რეგულარული კონტროლი; - შიდა ინსპექტირებების ჩატარება, შეუსაბამობების გამოვლენა და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა; - სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, განახლება და კონტროლი; - ნედლეულის, მზა პროდუქციისა და საწარმოო პროცესების შესაბამისობის კონტროლი; - თანამშრომლებისთვის სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საკითხებზე ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, სურსათის უვნებლობის, ბიოლოგიის, ქიმიის ან მონათესავე მიმართულებით; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; - სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე; - თანამშრომლების ტრანსპორტირება; - კვება; - სამედიცინო დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: tamar.mikeladze@bta.com.tr სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.