უფროსი მონაცემთა ინჟინერი/Azure Databricks სპეციალისტი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას უფროსი მონაცემთა ინჟინრის (Azure Databricks სპეციალისტი) პოზიციაზე.
ინდუსტრია: საერთაშორისო სადისტრიბუციო სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (4 დღე ოფისიდან, 1 დღე დისტანციურად) 09:00 - 18:00
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ:
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სადისტრიბუციო ჯგუფს, რომელიც ოპერირებს სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის (FMCG) სექტორში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. კომპანია აქტიურად ავითარებს საკუთარ ოპერაციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და კომერციულ საქმიანობას, რაც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს ფინანსური დაგეგმვის, ანალიზისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიმართულებით.პოზიციის შესახებ
პოზიციის შესახებ:
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ უფროს მონაცემთა ინჟინერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თანამედროვე მონაცემთა პლატფორმის შექმნაზე Databricks-ში Azure გარემოში. ამ პოზიციაზე თქვენ იქნებით BI გუნდის წევრი და იმუშავებთ მასშტაბირებადი Lakehouse არქიტექტურის შექმნაზე, ასევე უხელმძღვანელებთ მონაცემთა და ბიზნეს-ლოგიკის მიგრაციის პროცესებს ძველი სისტემებიდან (SAP BW და SSIS) cloud ინფრასტრუქტურაში.
სამუშაოს აღწერა:
- Databricks-ში მონაცემთა end-to-end პაიპლაინების დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა PySpark-ისა და SQL-ის გამოყენებით
- მონაცემთა პროცესებისა და მოდელების მიგრაციის ხელმძღვანელობა legacy სისტემებიდან (SAP BW, SSIS) Cloud Medallion არქიტექტურაში (Bronze / Silver / Gold)
- მონაცემთა ფენების შექმნა და ოპტიმიზაცია BI ინსტრუმენტებისთვის (Qlik და Power BI) მაღალი წარმადობის უზრუნველსაყოფად
- სხვადასხვა წყაროების ინტეგრაცია, მათ შორის SAP, MS SQL Server და Salesforce
- Data Governance-ის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და წვდომის მართვის დანერგვა Unity Catalog-ის გამოყენებით
- Databricks cluster-ებისა და job-ების performance tuning და ხარჯების ოპტიმიზაცია
ტექნიკური გამოცდილება:
- მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Databricks-ში - Spark-ის (PySpark/SQL), Delta Lake-ის და performance tuning-ის სიღრმისეული ცოდნა (სავალდებულო)
- Azure ეკოსისტემაში მუშაობის გამოცდილება (Azure Data Factory, ADLS Gen2) (სავალდებულო)
- Python-ისა და SQL-ის მაღალ დონეზე ცოდნა
მნიშვნელოვანი უპირატესობები:
- მონაცემთა წყაროებთან მუშაობის გამოცდილება: MS SQL Server და Salesforce
- SAP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია S/4HANA)
- SAP BW-ის ცოდნა (ობიექტებისა და მოდელების გაგება მიგრაციისთვის)
- SSIS პროცესების ცოდნა და მათი Spark-ში ტრანსფორმაციის უნარი
- შესაბამისი სერტიფიკატები (მაგ. Databricks Data Engineer Associate / Professional)
უნარები და ენები:
- ინგლისურის მაღალი დონე - აუცილებელია ტექნიკური დოკუმენტაციისა და საერთაშორისო კომუნიკაციისთვის
- მონაცემთა მოდელირების (Dimensional Modeling) სიღრმისეული ცოდნა და BI ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან (Qlik / Power BI) ინტეგრაციის გამოცდილება
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი სწრაფ ტექნოლოგიურ გარემოში და ტექნიკური პროექტების დაწყებიდან დასრულებამდე მართვა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე.
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.