8709 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AH2HZF3Y გამოქვეყნდა 2 სექ 1 ნახვა

საწყობის მენეჯერი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ვაკანსია: საწყობის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:30 სთ

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;

** აუცილებელია საწყობის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** საწყობის ოპერაციების, მარაგებისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;

** თანამშრომელთა მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;

** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** სასაწყობე/ERP პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;

** საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა, სანიტრული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმები, პირადი და საწყობის ჰიგიენა);

** საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;

** თანამშრომელთა მხრიდან გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;

** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);

** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;

** FIFO პრინციპით მუშაობა (ვადების დაცვით პროდუქციის გაცემა);

** პროდუქციის ვადების კონტროლი;

** კომპეტენციის ფარგლებში ლოჯისტიკის დაგეგმვა და მომარაგების კონტროლი;

** HACCP ის სტანდარტების მიხედვით მუშაობა, დოკუმანტაციის შევსება და წესების დაცვა;

** საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია;

** პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;

** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას;

** მარაგების კონტროლი და შევსება;

** წუნდებული პროდუქციის მართვა;

** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;

** საჭიროების შემთხვევაში "დამსაქმებლის" მიერ დაკისრებული სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც მხარდაჭერას და დახმარებას აღმოუჩენს კომპანიას საქმიანობის ყველა სფეროში.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა