9776 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

AHQA5EAQ გამოქვეყნდა 12 ოქტ 41 ნახვა

ასოცირებული პროფესორი - პოლიტიკის მეცნიერებები

თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ნოე

ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შემდეგი მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები

ასოცირებული-პროფესორი

  • დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

"უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით აკადემიური პერსონალის შერჩევა შესაძლოა განხორციელდეს პროფესიული ნიშნითაც.

კონკურსის ჩატარების ვადები:

  • საბუთების მიღება - 2026 წლის 9 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით
  • კანდიდატებთან გასაუბრება - 16-17 ნოემბერი

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძვლად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე. გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა