7842 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AHZK5BJY გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ცხელი კერძების მზარეული

Askaneli Falestra გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ;

სამუშაო საათები: 2/1 (ყოველი მესამე დღე დასვენება);

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუში არსებული ყველა ცხელი კერძის მომზადება სტანდარტული რეცეპტების და ტექნოლოგიების მკაცრი დაცვით;

** კერძების მომზადება შეკვეთების მიხედვით, სისწორის და დროულობის უზრუნველყოფა;

** კერძების დეკორირება და სერვირებაზე გატანა დადგენილი წესების დაცვით;

** ინგრედიენტების მარაგის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეფისთვის შეტყობინება;

** პროდუქტების სწორი შენახვა, ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** კვების ტექნოლოგიების, კერძების მომზადების და სერვირების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

** კვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების ცოდნა;

** სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების გამოყენების ცოდნა;

** სასურველია რუსული/ინგლისური ენის ცოდნა;

** დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა;

** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პუნქტუალურობა;

** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;

** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

** კვება;

** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე

. სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ

გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ

მოგვმართეთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და

მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Askaneli Falestra
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა