მარკეტინგის მენეჯერი
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალებში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, მათ შორის სეზონური კამპანიების, ფილიალების ბრენდინგისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო წერტილების მართვა. ** ბეჭდური და სარეკლამო მასალების (POSM) შექმნის, წარმოებისა და ფილიალებში განთავსების პროცესის კოორდინაცია; ხარისხისა და შეთანხმებული ვადების კონტროლი. ** ახალი ფილიალების გახსნის, ღონისძიებებისა და ბრენდული აქტივობების ორგანიზებისა და განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის მომწოდებლებთან, კატეგორიის მენეჯერებთან და ლოჯისტიკურ გუნდებთან თანამშრომლობა. ** კომპანიის პარტნიორ ბრენდებთან თანამშრომლობა, ფილიალებში მათი სტენდებისა და ბრენდირებული სივრცეებისთვის შესაბამისი ადგილების შერჩევა, განთავსების პროცესის კოორდინაცია და ბრენდის სტანდარტების დაცვაზე კონტროლი. ** დამტკიცებული კამპანიების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა შიდა დეპარტამენტებთან, ფილიალებთან და გარე პარტნიორებთან კოორდინაცია. ** სარეკლამო და საწარმოო მომწოდებლებთან კომუნიკაციის, კომერციული შეთავაზებებისა და ხარჯთაღრიცხვების მიღება/შედარება, ვადების კონტროლი და პროექტების დროული შესრულების უზრუნველყოფა. ** რამდენიმე მარკეტინგული პროექტის პარალელურად მართვა, სამუშაო პროცესების ორგანიზება და თითოეული პროექტის დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა.
ჩვენს გუნდში ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელსაც აქვს:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების / მარკეტინგის მიმართულებით); ** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; ** ეფექტური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
** გრაფიკი: 10:00-19:00, შაბათი და კვირა დასვენება; ** ანაზღაურება: კანდიდატთან შეთანხმებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე; ** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო); ** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off; ** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "მარკეტინგის მენეჯერი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2026.
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.