გერმანულენოვანი ქოლ-ცენტრის აგენტი - გამოცდილებით ან გამოცდილების გარეშე
გერმანულენოვანი ქოლ-ცენტრის აგენტი - გამოცდილებით ან გამოცდილების გარეშე
კომპანია: FLOW HR სამუშაო ადგილი: თბილისი — საბურთალო / ვაკე
ვაკანსიის შესახებ
FLOW HR ეძებს გერმანულენოვან კანდიდატებს პარტნიორ კომპანიებში ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციებზე.
თუ ფლობ გერმანულ ენას და გსურს მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში გამოცდილების მიღება ან კარიერული განვითარება, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
შესაძლო პოზიციები
- ქოლ-ცენტრის ოპერატორი (Call Center Operator) - განიხილებიან როგორც გამოცდილი, ისე გამოცდილების არმქონე კანდიდატები.
- გუნდის ლიდერი / მენეჯერი - შესაბამისი სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები
- გერმანული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა შესაბამის პოზიციებზე განიხილებიან დამწყები კანდიდატებიც.
რას გთავაზობთ?
- ანაზღაურება: 1500-2000$ — პოზიციისა და გამოცდილების მიხედვით;
- მზარდი ბონუსური სისტემა: 3% / 5% / 10% / 12%;
- სამუშაო გრაფიკი :
- 12:00–20:00
- სამუშაო ადგილის არჩევის შესაძლებლობა.
როგორ გამოგვეხმაუროთ?
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან პირდაპირ WhatsApp-ის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში, დაგეხმარებით რეზიუმეს შევსებაში.
FLOW HR-ის რეკრუტერი დაგიკავშირდებათ, თუ თქვენი გამოცდილება და ენის ცოდნა აქტიურ ვაკანსიას შეესაბამება.
FLOW HR — Recruitment Solutions შენი შესაძლებლობები — ჩვენი დახმარებით, სწორ კარიერულ მიმართულებამდე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.