შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გარე ობიექტებზე
"SMG — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი", 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეს უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, HACCP-ის, შრომითი უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.
ვაკანსია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
საქმიანობის აღწერა:
** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
** საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
** სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
** ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება
** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის
ძირითადი მოთხოვნები:
** აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** უცხო ენები: ინგლისური (სასურველია)
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო ადგილი: გარე ობიექტებზე მუშაობა თბილისში
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00 სთ
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.