გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

AKCT61RV გამოქვეყნდა 10 ნოე 12 ნახვა

რეგისტრატორი

კალანტაროვის კლინიკა გარე განცხადება
₾1000 / თვეში −30% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,437 ₾ · 136 განცხადება ბოლო ვადა: 11 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗

"კალანტაროვის კლინიკა" — პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, პაციენტზე ზრუნვასა და მომსახურების მაღალ სტანდარტებზე, აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, გივი ჟვანიას ქ. №4
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
  • სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი — კვირაში 40 საათი
  • შესვენება: 13:00-15:00 პერიოდში, 1 საათი
  • ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე მისაღები
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები

  • პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
  • პაციენტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება;
  • პაციენტის დოკუმენტაციის სისწორისა და სისრულის შემოწმება;
  • პაციენტების შესაბამის ექიმთან ან სპეციალისტთან გადამისამართება;
  • პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება და მიწოდება;
  • პაციენტებთან პროფესიული და თავაზიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • კლინიკის შიდა სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის მოთხოვნების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული შესაბამისი დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;

უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პრობლემებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი;
  • პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პაციენტებთან თავაზიანი, ყურადღებიანი და პროფესიული დამოკიდებულება.

თანამშრომლის ბენეფიტები:

კალანტაროვის კლინიკა თანამშრომლებს სთავაზობს არა მხოლოდ სტაბილურ სამუშაო გარემოს, არამედ კლინიკის სამედიცინო სერვისებით სარგებლობის სპეციალურ თანამშრომლის პირობებს.

  • სამედიცინო სერვისებზე თანამშრომლის სპეციალური ბენეფიტები და შეღავათები;
  • კლინიკის მომსახურებებზე სპეციალური თანამშრომლის პირობები;
  • პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
  • სტაბილური და მოწესრიგებული სამუშაო გარემო;
  • პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა.

რას ვაფასებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელი, რომელიც გამოირჩევა პასუხისმგებლობით, პუნქტუალურობით, კომუნიკაციის მაღალი კულტურითა და პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომით.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალური გუნდის წევრი და იმუშაოთ თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებულ კლინიკაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

შერჩევის ეტაპი: ინდივიდუალური გასაუბრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ, როგორც კანდიდატი, ადასტურებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა