იურისტი
"გლობალი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ვეძებთ პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას, სამართლებრივი რისკების მართვასა და კომპანიის ინტერესების დაცვას სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ საკითხებში.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული კონსულტაციების გაწევა; ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი რისკების შეფასება; ** კომპანიასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირების სტრატეგიის განსაზღვრა; ** კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; ** საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა; ** პრეტენზიების, განცხადებების, საჩივრების, საპასუხო პოზიციებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება; ** პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან და სხვა მესამე პირებთან წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების მართვა; ** სამართლებრივი რისკების პრევენცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ** სასამართლო დავებსა და სამართალწარმოებაში პრაქტიკული გამოცდილება; ** აუცილებელია სისხლის სამართლის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება; ** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კარგი ცოდნა; ** სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი; ** მოლაპარაკებებისა და რთული კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობა და სტრესულ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
სამუშაო საათები: ორშ-პარასკევი 10:00 - 18:00 მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი 68 - ე კმ.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით მითითებულ ბმულზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://glob.selfrecruit.ge/s/c9lLv
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.