8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AMJ28J0E გამოქვეყნდა 2 სექ 5 ნახვა

პროგრამის ოპერატორი

ნოვა გარე განცხადება
მარნეული სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „პროგრამის ოპერატორის“ პოზიციაზე მარნეულში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სასაწყობე ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა / კონტროლი; - საქონლის საწყობში მიღებისას, ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და ინფორმაციის საწყობის პერსონალთან გაცვლა; - ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და მომზადება; - ტვირთების მოძრაობის კონტროლი (პროგრამულად პროდუქციის მიღება-გაცემის დასტური); - რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები) შედგენა; - საწყობში შემოსული პროგრამული შეკვეთების საწყობისთვის დროულად მიწოდება; - წუნდებული პროდუქციის მართვა (დოკუმენტაციის შედგენა); - მოთხოვნის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, საჭირო ინფორმაციის გადაცემა სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის: მიმდინარე ნაშთები ინვენტარიზაციისთვის, საწყობში ტვირთების შემოსვლის მოსალოდნელი პერიოდები, რაოდენობები და ა.შ.

ძირითადი მოთხოვნები: - საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა; - სასურველია 1C პროგრამის ცოდნა; - RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; - სასურველია მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bYlky32c

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნოვა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის