მზარეული
ვაკანსია ოჯახის მზარეულის პოზიციაზე ოჯახში:
ძირითადი მოვალეობები
- ოჯახის წევრებისთვის ყოველდღიური კერძების მომზადება;
- მრავალფეროვანი და დაბალანსებული მენიუს დაგეგმვა ოჯახის გემოვნებისა და კვებითი საჭიროებების გათვალისწინებით;
- საუზმის, სადილისა და ვახშმის მომზადება შეთანხმებული განრიგის შესაბამისად;
- საჭირო პროდუქტების სიის შედგენა და მარაგების კონტროლი;
- პროდუქტების ხარისხისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- სამზარეულოს, სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში სტუმრებისთვის კერძების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ოჯახში პირად მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
- ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძების მომზადების კარგი ცოდნა;
- ჯანსაღი და დაბალანსებული კვების პრინციპების ცოდნა;
- სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა;
- მენიუს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და სამზარეულოს ორგანიზების უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტი;
- დეტალების მიმართ ყურადღება;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- ოჯახის წევრების გემოვნებისა და ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინების უნარი;
- კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: კიკეთი;
- სამუშაო საათები: შეთანხმებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და/ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 10 დეკემბრისა.
გისურვებთ წარმატებებს!