8878 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AN5HNBXK გამოქვეყნდა 30 სექ 4 ნახვა

დამი

დამი

პრისეილერი

დამი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1500–4000 / თვეში ბოლო ვადა: 31 ოქტ

სადისტრიბუციო კომპანია შპს "დამი", რომელიც საქმიანობს სამშენებლო-სარემონტო მასალების რეალიზაციის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი მდებარეობა: თბილისი, სოფელი დიდი ლილო, თამრო ვაშლოვნელის ქ. ანაზღაურება: გამომუშავებით (საშუალოდ 1500-4000 ლარი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელში არსებულ ობიექტებში ვიზიტი, შეკვეთების მიღება და მათი სისტემაში ასახვა;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება როგორც რეალიზაციის ზრდის, ისე პროდუქციის პოზიციონირების გაუმჯობესების მიზნით;
  • გადახდების კონტროლი, ობიექტებიდან თანხის დროული მობილიზება და დებიტორული დავალიანების მინიმუმამდე დაყვანა;
  • ახალი კლიენტების მოძიება, ბაზარზე არსებული ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონკურენტების ფასების მონიტორინგი;
  • სალარო აპარატთან მუშაობა, დღის ბოლოს ობიექტებიდან ინკასირებული თანხების ბანკში შეტანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი და მეტი); ** სამშენებლო-სარემონტო მასალების სპეციფიკის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); ** უმაღლესი განათლება (სასურველია); ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. (შენიშვნა: კომპანიის თუ პირადი ავტომობილით მუშაობის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, შეთანხმების საფუძველზე).

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვისა და მარშრუტის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • განვითარებული კომუნიკაციური უნარები და დეტალების მიმართ დაკვირვებულობა.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "პრისეილერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა