პრისეილერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "დამი", რომელიც საქმიანობს სამშენებლო-სარემონტო მასალების რეალიზაციის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი მდებარეობა: თბილისი, სოფელი დიდი ლილო, თამრო ვაშლოვნელის ქ. ანაზღაურება: გამომუშავებით (საშუალოდ 1500-4000 ლარი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელში არსებულ ობიექტებში ვიზიტი, შეკვეთების მიღება და მათი სისტემაში ასახვა;
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება როგორც რეალიზაციის ზრდის, ისე პროდუქციის პოზიციონირების გაუმჯობესების მიზნით;
- გადახდების კონტროლი, ობიექტებიდან თანხის დროული მობილიზება და დებიტორული დავალიანების მინიმუმამდე დაყვანა;
- ახალი კლიენტების მოძიება, ბაზარზე არსებული ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონკურენტების ფასების მონიტორინგი;
- სალარო აპარატთან მუშაობა, დღის ბოლოს ობიექტებიდან ინკასირებული თანხების ბანკში შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი და მეტი); ** სამშენებლო-სარემონტო მასალების სპეციფიკის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); ** უმაღლესი განათლება (სასურველია); ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. (შენიშვნა: კომპანიის თუ პირადი ავტომობილით მუშაობის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, შეთანხმების საფუძველზე).
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დროის მართვისა და მარშრუტის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- განვითარებული კომუნიკაციური უნარები და დეტალების მიმართ დაკვირვებულობა.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "პრისეილერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.