შეფ-კონდიტერი
შპს "ენქიუ ჰოსპითალითი" არის დინამიკურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ოპერირებს ბათუმში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება). ჩვენი მიზანია სტუმრებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და განსაკუთრებული კულინარიული გამოცდილება. თუ გიყვართ საკონდიტრო ხელოვნება და გსურთ, რომ თქვენი შემოქმედება ჩვენი სტუმრების ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს — შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
პოზიცია: შეფ კონდიტერი
ლოკაცია: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** საკონდიტრო ნაწარმის, დესერტებისა და ტკბილეულის მომზადება.
** ახალი დესერტებისა და საკონდიტრო პროდუქტების შექმნა და განვითარება.
** პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების მკაცრი კონტროლი.
** რეცეპტებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა.
** სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და ორგანიზება.
** საჭირო ნედლეულის რაოდენობის განსაზღვრა და ხარისხის კონტროლი.
** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
** გუნდთან წარმატებული და კოორდინირებული თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შეფ-კონდიტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საკონდიტრო ტექნოლოგიებისა და მომზადების მეთოდების ცოდნა.
** დესერტების დეკორირების პრაქტიკული გამოცდილება.
** მაღალი კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაოს განვითარებად კომპანიაში.
** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.