მზარეულის დამხმარე
"ურბან ბისტრო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
გაიხსნა ურბან ბისტროს-ის სწრაფი კვების ახალი არტიზანული რესტორანი საბურთალოზე. თუ გაინტერესებს ევროპული სამზარეულო და სასმელები, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად) სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი
რას გთავაზობთ:
- მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
- უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ შეფ-მზარეულისგან
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
მოთხოვნები:
- ინტერესი ევროპული სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლიუსია)
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
- ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
პასუხისმგებლობა/მოვალეობები:
- მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.)
- სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება
- სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე, სათაურის ველში "მზარეულის დამხმარე". განცხადებას უნდა ერთოდეს ფოტოსურათი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.