საწყობის მენეჯერი
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://www.trd.ge/ ან მოგვწერეთ მეილზე
Focused on Success
"თიენდარი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ხაშურში.
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლის აგროვების პროცესის კონტროლი, სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტე;
- საწყობის ნაშთების კონტროლი;
- შეკვეთების დროულად მიღება/მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
- საწყობში მიღებული და გასული პროდუქციის აღრიცხვა, სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტე;
- დაბრუნებების კონტროლი დროულად ნაშთების გამოწერა თბილისიდან;
- პროდუქციის ვადების კონტროლი, პერიოდულად აღწერის ჩატარება საწყობში;
- საწყობის ტენიანობის, ტემპერატურის ყოველკვირეული მონიტორინგი;
მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 1 წელი.
- საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- პროდუქტი - საყოფაცხოვრებო ქიმია.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00 სთ - 16 სთ;
- სამუშაო ადგილი: ხაშური, კოსტავას ჩიხი #2
- ანაზღაურება შეთანხმებით: 1400 ლარიდან.
- სტაბილური სამსახური და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე. საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი ხაშური.
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
"თიენდარი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.