8556 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AR5D84RZ გამოქვეყნდა 6 სექ 5 ნახვა

სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry

სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry

e-commerce სპეციალისტი

სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

„wegroup“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: e-commerce სპეციალისტი (ონლაინ შეკვეთები და მომსახურება) · REDBERRY · თბილისი

ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მომსახურება და შეკვეთის სრული ციკლის წარმოება მიღებიდან ჩაბარებამდე. პოზიცია სრული განაკვეთია, ორშაბათიდან პარასკევამდე, ოფისში. ონლაინ გაყიდვების გამოცდილება უპირატესობაა, სავალდებულო არა: გადამწყვეტია მომხმარებელთან კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე. სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოფისი

რას გთავაზობთ - ჯანმრთელობის დაზღვევა - ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება - თანამშრომლის ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე - კარიერული ზრდა - ბონუსური სისტემა

რას გააკეთებ - შემომავალი ზარებისა და მიმოწერის დამუშავება Facebook-ზე, Instagram-ში, Messenger-ში, WhatsApp-სა და ელფოსტაზე - ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე, ფასზე, მარაგზე, გადახდაზე, მიწოდებაზე, დაბრუნებასა და გარანტიაზე - ონლაინ შეკვეთების ყოველდღიური დამუშავება: დეტალების, გადახდისა და მიწოდების მეთოდის შემოწმება, საჭიროებისას დადასტურება ზარით და სტატუსის განახლება - შეკვეთის კოორდინაცია მაღაზიებთან, საწყობთან და საკურიერო კომპანიებთან; დაგვიანებული, გაუქმებული და პრობლემური შეკვეთების კონტროლი - პრეტენზიების, დაბრუნებისა და გაცვლის მიღება და წესების მიხედვით გადაწყვეტა - მიტოვებული კალათისა და დაუსრულებელი გადახდის მქონე მომხმარებლებთან დაკავშირება და დაკარგული გაყიდვის მიზეზის დაფიქსირება - პროდუქციისა და ფოტოების ატვირთვა ონლაინ მაღაზიაში (CS-Cart) და მარკეტინგის ბიბლიოთეკაში - მოკლე სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, საჯარო შეფასებებზე პასუხი Google-სა და Facebook-ზე და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება

ჩვენი მოლოდინი - გამართული ქართული ენა, წერითი და ზეპირი - მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება - მიმოწერით გაყიდვისა და მომხმარებლის დარწმუნების უნარი - სიზუსტე დეტალებში და შეკვეთის მონაცემების სრული შემოწმება - უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, retail-ის ან სამკაულების სფეროს გამოცდილება, ასევე CRM/ERP ან e-commerce პლატფორმაზე მუშაობა

ჩვენს შესახებ wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს: მაღაზიების ქსელები REDBERRY და MANDARINA, ონლაინ მაღაზიები Myredberry.ge და Mandarina.ge. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.

როგორ დაგვიკავშირდე: რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია. შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/ndvp/hg პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამკაულების მაღაზიების ქსელი Redberry
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის