გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

AR7GGB0B გამოქვეყნდა 6 აგვ 82 ნახვა

SOLO ბანკირი - თბილისი

Bank of Georgia

Bank of Georgia

Bank of Georgia

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას SOLO ბანკირის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:

  • ჩაერთო პორტფელში არსებული SOLO მომხმარებლების საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებებზე არსებული მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და ანალიზის პროცესში;
  • გაუწიო კონსულტაცია SOLO მომხმარებლებს, შესთავაზო მათ SOLO პროდუქტები და მომსახურება დადგენილი საჭიროებებისა და მიზნების შესაბამისად;
  • აწარმოო და პერიოდულად განაახლო საკუთარ პორტფელში არსებული SOLO მომხმარებლების მონაცემთა ბაზა;
  • განავითარო SOLO მომხმარებლების პორტფელი დასახული ამოცანების შესაბამისად;
  • აწარმოო პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. სამუშაო გამოცდილება: სასურველია 2 წლიანი საბანკო გამოცდილება საკრედიტო (საცალო ან ბიზნეს) მიმართულებით. სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • ქართული – თავისუფლად; სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
  • გაყიდვების და მოლაპარაკების კარგად განვითარებული უნარები;
  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება).

ჩვენ გთავაზობთ

  • სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი 10:00-14:00)
  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს - SOLO ლაუნჯში;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდი ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 27 ნოემბერი, 2026.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა