გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ASKEMDVV გამოქვეყნდა 4 ნოე 16 ნახვა

ნეონატალური დეპარტამენტის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთანი

ჰერა 2011

ჰერა 2011

ჰერა 2011 გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 დეკ
შესვლა და განაცხადი

შ.პ.ს „ჰერა 2011“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის,ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის,ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს. კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - „აკრედიტაცია კანადა“-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა. „ჰერა 2011“ - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმლაყოფილების უწყვეტი ზრდაა.სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით,ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან,უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.

შ.პ.ს „ჰერა 2011“ აცხადებს ნეონატალური დეპარტამენტის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
  • გრაფიკი: მორიგეობითი, ცვლადი გრაფიკის შესაბამისად.
  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის პროფესიული გამოცდილებისა და სამუშაო სტაჟის შესაბამისად.

პოზიციის მიზანი: - ახალშობილთა ინტენსიური და უსაფრთხო საექთნო მოვლის უზრუნველყოფა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, ექიმის დანიშნულებების შესრულება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ახალშობილთა საექთნო მოვლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ახალშობილთა მდგომარეობის შეფასება და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • ჰიგიენური მოვლისა და თერმორეგულაციის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო მონიტორინგისა და სუნთქვითი მხარდაჭერის აპარატურასთან მუშაობა;
  • ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტოზური და ინფუზიური თერაპიის განხორციელება;
  • კვების პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი დანიშნულების მიხედვით;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების მოვლა და რეანიმაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
  • ახალშობილის მდგომარეობის ცვლილებების დროული გამოვლენა და ექიმის ინფორმირება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი საექთნო განთლება;
  • ნეონატალური მოვლისა და ინტენსიური თერაპიის პრინციპების ცოდნა;
  • სამედიცინო მონიტორინგისა და სუნთქვითი მხარდაჭერის აპარატურასთან მუშაობის ცოდნა;
  • მედიკამენტოზური და ინფუზიური თერაპიის ცოდნა;
  • ახალშობილთა რეანიმაციული ღონისძიებების ცოდნა;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • ემოციური მდგრადობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის კულტურა.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ,ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ,გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით,თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს „ჰერა 2011“-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა