9834 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

AT837EGC გამოქვეყნდა 6 ოქტ 32 ნახვა

მეღვინეობა იყალთო / WINERY IKALTO

მეღვინეობა იყალთო / WINERY IKALTO

სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერი

მეღვინეობა იყალთო / WINERY IKALTO გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2000–3000 / თვეში +14% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,193 ₾ · 23 განცხადება ბოლო ვადა: 4 ნოე

მეღვინეობა იყალთო / WINERY IKALTO — ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს.

კომპანია ქმნის და ავითარებს განსხვავებული ხასიათის, კონცეფციისა და პოზიციონირების მქონე ღვინის ბრენდებს. ჩვენს პორტფელში წარმოდგენილია Winery Ikalto, Drunk Zodiaks, Nadimi და Fragmenti.

კომპანიის განვითარებისა და ბრენდების ცნობადობის ზრდასთან ერთად, „მეღვინეობა იყალთო“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ბრენდების განვითარებაში, შექმნის საინტერესო და ეფექტურ კომუნიკაციას და პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სოციალური მედიისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები - კომპანიისა და მისი ბრენდების სოციალური მედიისა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; - Winery Ikalto, Drunk Zodiaks, Nadimi და Fragmenti ბრენდების პოზიციონირებაზე, ცნობადობის ზრდასა და საკომუნიკაციო სტილის განვითარებაზე მუშაობა; - კომპანიის სოციალური მედიის არხების — Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა შესაბამისი პლატფორმების — მართვა და განვითარება; - ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის შედგენა, პოსტების, Stories-ის, Reels-ისა და სხვა ფორმატის კონტენტის დაგეგმვა და განთავსება; - სოციალური მედიისთვის საინტერესო, ხარისხიანი და თითოეული ბრენდის ხასიათთან შესაბამისი ტექსტური და ვიზუალური კონტენტის დაგეგმვა; - ფოტო და ვიდეო კონტენტის იდეებისა და კონცეფციების შემუშავება, გადაღებების დაგეგმვა და ორგანიზება; - Reels, TikTok და სხვა მოკლე ვიდეოფორმატებისთვის იდეებისა და სცენარების მომზადება და კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაცია; - დიზაინერებთან, ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან, სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებთან მუშაობა — ბრიფების მომზადება და საბოლოო მასალების ხარისხის კონტროლი; - Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია; - საჭიროების შესაბამისად Google Ads-ისა და სხვა ციფრული სარეკლამო არხების გამოყენება; - სარეკლამო აუდიტორიების, კამპანიის მიზნების, ბიუჯეტებისა და შესაბამისი KPI-ების განსაზღვრა; - სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტიანად გამოყენება და კამპანიების შედეგების რეგულარული ანალიზი; - ბრენდების აუდიტორიის, Reach-ის, Engagement-ის, Follower Growth-ისა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მონიტორინგი და მათ გაუმჯობესებაზე მუშაობა; - ახალი პროდუქტებისა და ბრენდების Launch კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; - სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის, სპეციალური შეთავაზების, პრომოაქტივობისა და კოლაბორაციის იდეების შემუშავება და განხორციელება; - ინფლუენსერებთან, მედია საშუალებებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის დაგეგმვა და კოორდინაცია; - კომპანიის სარეკლამო და ბრენდული მასალების — პრეზენტაციების, კატალოგების, POS მასალების, ბანერებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების — მომზადების კოორდინაცია; - დეგუსტაციების, გამოფენების, ფესტივალების, პრეზენტაციებისა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; - ადგილობრივი და საერთაშორისო ღვინის ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებლის ქცევისა და თანამედროვე მარკეტინგული ტენდენციების მონიტორინგი; - გაყიდვებისა და ექსპორტის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა და შესაბამისი მარკეტინგული მხარდაჭერა; - განხორციელებული მარკეტინგული აქტივობებისა და სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგის ან მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; - Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn პლატფორმების სპეციფიკისა და თანამედროვე ტენდენციების კარგი ცოდნა; - Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა და სარეკლამო კამპანიების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება; - სოციალური მედიის სტრატეგიისა და კონტენტ-გეგმის შექმნის გამოცდილება; - სარეკლამო კამპანიების ძირითადი KPI-ებისა და შედეგების ანალიზის უნარი; - კონტენტის შექმნის, საინტერესო იდეების მოფიქრებისა და ბრენდის საკომუნიკაციო სტილის ჩამოყალიბების უნარი; - ფოტო და ვიდეო კონტენტის სპეციფიკისა და თანამედროვე სოციალური მედიის ფორმატების კარგი ცოდნა; - Canva, CapCut ან მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - Google Ads-ისა და Google Analytics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე; - ინგლისური ენის კარგი ცოდნა; - კრეატიული და ამავდროულად ანალიტიკური აზროვნება; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - რამდენიმე პროექტისა და განსხვავებული ბრენდის ერთდროულად მართვის უნარი; - ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, FMCG ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

სამუშაო პირობები - ანაზღაურება: 2,000 – 3,000 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; - სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი – პარასკევი; - სამუშაო ადგილი: თბილისი (ლილო) / თელავი

ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; - შესაძლებლობას, უშუალოდ მიიღო მონაწილეობა Winery Ikalto, Drunk Zodiaks, Nadimi და Fragmenti ბრენდების განვითარებაში; - თავისუფლებას ახალი მარკეტინგული და კრეატიული იდეების შეთავაზებისა და განხორციელებისთვის; - საინტერესო და მრავალფეროვან მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - შესაძლებლობას, შენ მიერ შექმნილი კამპანიებისა და კონტენტის შედეგი რეალურად აისახოს ბრენდების ცნობადობის, პოზიციონირებისა და გაყიდვების ზრდაზე.

როგორ გამოგვეხმაუროთ - დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ: - CV; - პორტფოლიო ან თქვენ მიერ მართული სოციალური მედიის გვერდების/პროექტების მაგალითები; - სურვილის შემთხვევაში — თქვენ მიერ განხორციელებული წარმატებული სარეკლამო კამპანიის მოკლე მაგალითი და მიღებული შედეგი.

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: „სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერი“

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ სოციალური მედიის გვერდების მართვა, არამედ ბრენდის ხასიათის დანახვა, საინტერესო იდეების შექმნა და მათი რეალურ, გაზომვად მარკეტინგულ შედეგად გარდაქმნა.

თუ გიყვარს ბრენდებთან მუშაობა, გაქვს კარგი ვიზუალური გემოვნება, გესმის თანამედრო

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა