პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით
სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოსტექნიკოსის პოზიციაზე, საკუთარი მოპედით/სკუტერით, სეზონური პროექტის ფარგლებში.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, ბათუმის შემოგარენი
ძირითადი მოვალეობები:
** პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე და ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება ობიექტის წარმომადგენლისთვის;
** პოს ტერმინალის აქსესუარების სავაჭრო ობიექტებზე მიტანა და საჭიროების შესაბამისად პოს ტერმინალზე მომსახურება (მაგ: ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდი ჩადება, ინტერნეტ სიმის ამოცვლა და ა.შ.);
** პოს ტერმინალის სავაჭრო ობიექტებიდან წამოღება;
მოთხოვნები:
** მონათესავე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** საკუთარი სკუტერი/მოპედი და აღჭურვილობა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (აუცილებელი წესით ტრანსპორტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მოწმობა, ასევე, გამართული და მოწესრიგებული ყუთი/კონტეინერი, სადაც განთავსდება პოს ტერმინალი და მისი აქსესუარები);
** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
** კლიენტების თავაზიანი მომსახურება/
უნარები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** მომსახურების ხელშეკრულება პროექტის განმავლობაში (2-3 თვე);
** სამუშაო განრიგი: კვირაში არაუმეტეს 40 საათი;
** ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული დავალებების რაოდენობის მიხედვით;
** უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: მოპედიანი ტექნიკოსი).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.