ხაზინის ბუღალტერი
კომპანია "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
სს "ქართული ლუდის კომპანიის" შესახებ
სს "ქართული ლუდის კომპანია" (GBC) არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მრავალფეროვან პორტფელს.
2025 წლიდან კომპანია წარმოადგენს Tempo Beverages-ისა და Daily Group-ის ერთობლივ საწარმოს.
Tempo Beverages არის ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლუდის ბრენდთან — Heineken-თან — და უზრუნველყოფს მისი პროდუქციის დისტრიბუციასა და განვითარებას ისრაელის ბაზარზე.
Daily Group არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 700 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.
საერთაშორისო გამოცდილებისა და ძლიერი ადგილობრივი პოზიციონირების საფუძველზე, კომპანია განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ ხაზინის ბუღალტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ფულადი სახსრებისა და ლიკვიდობის ყოველდღიურ მართვაზე, საბანკო და სავალუტო ოპერაციებზე, გადახდების დროულად და ზუსტად შესრულებასა და პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობაზე. პოზიცია ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების გუნდებთან გადახდების სიზუსტის, ოპერაციების შეჯერებისა და ფინანსური კონტროლის უზრუნველსაყოფად.
თუ გაქვთ ფინანსურ ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება, ხართ ორგანიზებული და პასუხისმგებლობით ეკიდებით ფინანსური მონაცემების სიზუსტეს, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
- კომპანიის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების ყოველდღიური მონიტორინგი და საოპერაციო საჭიროებებისთვის საკმარისი ლიკვიდობის უზრუნველყოფა.
- მოკლევადიანი ფულადი ნაკადების მონიტორინგი და დაგეგმილი გადახდებისა და ვალდებულებების დასაფარად საჭირო სახსრების დროულად უზრუნველყოფა.
- ხაზინის ყოველდღიური ანგარიშების მომზადება და განახლება, ფულადი სახსრებისა და ლიკვიდობის შესახებ ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება.
- ადგილობრივი და საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების მომზადება, ინიციირება და მათი ზუსტად და დროულად შესრულების კონტროლი.
- მომწოდებლების, თანამშრომლებისა და სახელმწიფო უწყებების წინაშე დამტკიცებული ვალდებულებების დროულად დაფარვა გადახდის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
- სავალუტო ოპერაციების განხორციელება და პარტნიორ ბანკებთან კონკურენტული გაცვლითი კურსების შეთანხმება.
- ERP სისტემაში ბუღალტრული ნაშთებისა და კრედიტორული დავალიანების გადამოწმება და ანალიზი გადასახდელი თანხების ზუსტად დასადგენად.
- გადახდის ინიციირებამდე ავანსების, ბუღალტრული გატარებების, გამოქვითვებისა და ურთიერთჩათვლების გადამოწმება კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ანგარიშსწორების ფაქტობრივი მდგომარეობის დასადგენად.
- ბუღალტრული და საგადახდო მონაცემების დეტალური შემოწმება განმეორებითი, ზედმეტი ან არასწორი გადახდების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად.
- ბუღალტრული აღრიცხვის გუნდთან თანამშრომლობა რთული ოპერაციების შესაჯერებლად, გაურკვეველი ნაშთებისა და შეუსაბამობების გასარკვევად და არასტანდარტული გადახდის მოთხოვნების განსახილველად.
- პარტნიორ ბანკებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და კოორდინაცია გადახდების, ანგარიშების ნაშთების, სავალუტო ოპერაციებისა და სხვა საბანკო საკითხების შესახებ.
- პარტნიორ ბანკებთან თანამშრომლობა საოპერაციო და ცალკეულ საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული საკითხების დროულად მოსაგვარებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით.
- ხაზინის, ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ოპერაციების ან სხვა შესაბამისი ფინანსური მიმართულებით მუშაობის 2-3 წლის გამოცდილება.
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების, ფინანსური ოპერაციების, ბუღალტრული გატარებებისა და საბანკო ამონაწერების შეჯერების პროცესის საფუძვლიანი ცოდნა.
- ERP სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება სავალდებულოა.
- MS Excel-ის კარგად ცოდნა და ფინანსური მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება.
- ადგილობრივი საბანკო რეგულაციებისა და საერთაშორისო გადახდების პროცესების ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე საერთაშორისო პარტნიორებსა და ბანკებთან კომუნიკაციისთვის.
პიროვნული მახასიათებლები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება ფინანსურ მონაცემებსა და ოპერაციებთან მუშაობისას.
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანად მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და მკაცრი ვადების დაცვის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
- ფინანსური ოპერაციების შესრულებისას სიზუსტე და შესრულებულ ოპერაციებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი.
კომპანია უზრუნველყოფს
- პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
- ტრანსპორტირებას.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- ყოველდღიურ კვებას.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ "ხაზინის ბუღალტერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნეს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართულმა ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს და თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.
თუ არ ხართ თანახმა, რომ სს "ქართულმა ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები სხვა ვაკანტურ პოზიციებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, ამის შესახებ წერილობით გვაცნობოთ ელფოსტაზე და წერილში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.