8,568 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AXJ5N1V1 გამოქვეყნდა 12 სექ 4 ნახვა

თიბისი

თიბისი

სტაჟიორი - საოპერაციო ბანკინგისა და პროცესების მართვის განყოფილება

თიბისი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი - საოპერაციო ბანკინგისა და პროცესების მართვის განყოფილება

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო მოქმედების ვადა: 25/09/2026 დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც საოპერაციო ბანკინგისა და ჯვარედინი გაყიდვების მიმართულებების მონაცემების დამუშავებაზე, შედეგების მონიტორინგსა და პროგნოზირებაზე ზრუნავს. მონაწილეობას მიიღებ რეპორტების მომზადებაში და აქტიურად ითანამშრომლებ ფინანსების, პროდუქტებისა და ბიზნესის მიმართულებებთან, რათა შესაბამის მხარეებს დროულად მიაწოდო ზუსტი ინფორმაცია და ხელი შეუწყო ეფექტიანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.

შენ, როგორც სტაჟიორი: - მოამზადებ და განაახლებ საოპერაციო ბანკინგისა და ჯვარედინი გაყიდვების მიმართულების რეპორტებს; - დაამუშავებ და გააერთიანებ სხვადასხვა გუნდისგან მიღებულ მონაცემებს; - გადაამოწმებ ინფორმაციის სიზუსტეს და გამოავლენ არასრულ ან შეუსაბამო მონაცემებს; - ჩაერთვები სახელფასო, სადაზღვევო და სხვა პროდუქტების გეგმა-ფაქტის შედეგების მონიტორინგში; - მონაწილეობას მიიღებ პროდუქტების პროგნოზებისა და ფაიფლაინების განახლებაში; - მოამზადებ ინფორმაციას პრეზენტაციებისა და მენეჯერული მასალებისთვის; - ითანამშრომლებ ფინანსების, პროდუქტების, რეპორტინგისა და ბიზნესის გუნდებთან და დაეხმარები მათ ინფორმაციის გაზიარებაში.

კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: - გაქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი და ინტერესდები მონაცემების დამუშავებით; - ხარ ორგანიზებული, ყურადღებიანი და შეგიძლია რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულება; - ხარ გუნდის ძლიერი მოთამაშე, ამასთანავე იღებ ინიციატივას და ლიდერობა გამოგდის; - გაქვს უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; - ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; - ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint); - სასურველია Power BI საწყის დონეზე ცოდნა; - გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BNVR5

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა