8,568 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

B0YRESBF გამოქვეყნდა 12 სექ 1 ნახვა

ჯი სერვისი 2022

ჯი სერვისი 2022

ბუღალტერი

ჯი სერვისი 2022 გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 ოქტ

კომპანია, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გაფორმებულ სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეძებს პასუხისმგებლიან და გამოცდილ ბუღალტერს.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება; - პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და საბუღალტრო აღრიცხვაში ასახვა; - საბანკო ოპერაციების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი; - ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი გადასახადების გაანგარიშება; - საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; - დღგ-ის, საშემოსავლო, მოგების, ქონების და სხვა გადასახადების აღრიცხვა; - ფინანსური ანგარიშგებებისა და ხელმძღვანელობისთვის საჭირო ფინანსური რეპორტების მომზადება; - ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვის კონტროლი; - სახელმწიფო შესყიდვებთან (ტენდერები) დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვა და კონტროლი; - ფინანსური და საგადასახადო რისკების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება; - საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით; - ბუღალტრის, მთავარი ბუღალტრის ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების კარგი ცოდნა; - MS Excel-ის კარგი ცოდნა; - საგადასახადო დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება; - ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება; - სახელმწიფო ტენდერებთან და სახელმწიფო შესყიდვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; - ფორმა №2-ისა და ხარჯთაღრიცხვის სტრუქტურისა და დანიშნულების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ანალიტიკური აზროვნება; - ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე გთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიცია: სათაურის ველში

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯი სერვისი 2022
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა