უფროსი ბუღალტერი
"Trump Tower Tbilisi" წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც "Archi Group"-სა და "Biograpi Living"-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს:
- დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას;
- პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს;
- ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს;
- ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს;
- უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს.
"Trump Tower Tbilisi"-ის პროექტისთვის ვეძებთ უფროს ბუღალტერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
- ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
- ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
- ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
- საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
- საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- დადგენილ ვადებში დეკლარირება;
- ინტერნეტ ბანკინგის მართვა, საბანკო გადარიცხვების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
- სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.