9450 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

AZZ3ENH6 გამოქვეყნდა 28 ოქტ 20 ნახვა

AWARD

AWARD

რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი

AWARD გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾3500 / თვეში +64% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,140 ₾ · 119 განცხადება ბოლო ვადა: 26 ნოე

AWARD აცხადებს ვაკანსიას რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერის პოზიციაზე

სამშენებლო კომპანია AWARD ეძებს მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიაში რკინასთან დაკავშირებულ ყველა საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოს — დაგეგმვიდან საბოლოო ჩაბარებამდე. პოზიცია მოიცავს ნებისმიერი ტიპის რკინის ნაკეთობისა და კონსტრუქციის წარმოებისა და მონტაჟის მართვას, მათ შორის: ღობეების, ჭიშკრების, მოაჯირების, კიბეების, გადახურვების, ცხაურების, მზიდი კონსტრუქციებისა და სხვა საპროექტო თუ ინდივიდუალური ნაკეთობების.

პოზიციის დასახელება: რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’ მუდმივი სამუშაო ადგილი: ფონიჭალა (კომპანიის ბაზა) სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00) ანაზღაურება: 3500 ლარი ხელზე + დანამატები დამატებითი პირობა: კომპანია გადასცემს ავტომანქანას სამუშაო საჭიროებისთვის.

ძირითადი მოვალეობები: - წარმოებისა და ობიექტებზე მონტაჟის სრული პროცესის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა; - ხელოსნებისა და სამონტაჟო ბრიგადების მართვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი; - ნახაზების შესწავლა, ადგილზე აზომვების ორგანიზება და საჭირო მასალების განსაზღვრა; - ჭრის, შედუღების, აწყობის, დამუშავების, შეღებვისა და მონტაჟის ხარისხის კონტროლი; - მასალების მომარაგებისა და მზა ნაკეთობების ტრანსპორტირების კოორდინაცია; - სამუშაოების ვადების, ხარჯებისა და უსაფრთხოების კონტროლი; - პროექტის მენეჯერებთან კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ჩაბარება.

აუცილებელი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის პრაქტიკული ცოდნა; - ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი; - გუნდის მართვისა და სამუშაოების დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „რკინის წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი” ,დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28/11/2026.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა