მონაცემთა ტექნოლოგიების/ბიზნეს ანალიტიკის კონსულტანტი
"EPAM" ეძებს მონაცემთა ტექნოლოგიების კონსულტანტს, რომელიც შეუერთდება მზარდ Data Practice გუნდს და დაეხმარება კლიენტებს მონაცემების სრული პოტენციალის გამოყენებაში. იმუშავებ მასშტაბურ პროექტებზე სხვადასხვა ინდუსტრიაში: ფინანსები, საცალო ვაჭრობა, ენერგეტიკა, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და საჯარო სექტორი.
რას გააკეთებ
- მონაწილეობას მიიღებ კლიენტების მონაცემთა ანალიტიკის სტრატეგიების შემუშავებაში;
- შეაფასებ და შეარჩევ კლიენტის მიზნებისთვის შესაფერის მონაცემთა ტექნოლოგიებს;
- გააანალიზებ არსებულ მონაცემთა არქიტექტურას და გამოავლენ გაუმჯობესების შესაძლებლობებს;
- ხელს შეუწყობ მონაცემთა მართვის, ხარისხისა და კონფიდენციალურობის პრაქტიკების დანერგვას;
- კონსულტაციას გაუწევ კლიენტებს გენერაციული AI-ის დანერგვაში;
- რთულ ტექნიკურ საკითხებს ბიზნესისთვის გასაგებ ენაზე ახსნი და კლიენტებთან ძლიერ ურთიერთობას ჩამოაყალიბებ.
ვის ვეძებთ
- 5+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა ტექნოლოგიების კონსულტანტად ან გადაწყვეტების არქიტექტორად;
- მინიმუმ ერთი მიმართულების ცოდნა: მონაცემთა ინჟინერია, ღრუბლოვანი მონაცემთა საცავები, BI ინსტრუმენტები, მონაცემთა განაწილებული დამუშავება ან Data Science;
- მინიმუმ ერთი ღრუბლოვანი პლატფორმის ცოდნა (AWS, Azure ან GCP);
- მონაცემთა მართვისა და კონფიდენციალურობის რეგულაციების ცოდნა;
- Agile/Scrum პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- ძლიერი კომუნიკაციისა და კლიენტებთან მუშაობის უნარები.
უპირატესობა: AI/ML ფრეიმვორკების, გენერაციული AI-ის, MLOps-ის ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატები.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-data-technology
--------------------------------------------------------------------------------
"EPAM" ეძებს ბიზნეს ანალიტიკის კონსულტანტს Data Practice გუნდში. შენი ამოცანა იქნება მონაცემებზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნა სხვადასხვა ინდუსტრიის კლიენტებისთვის: იდეიდან იქამდე, სანამ პროდუქტი ყოველდღიურ გამოყენებაში არ შევა.
რას გააკეთებ
- უხელმძღვანელებ მონაცემთა პროდუქტების შექმნას სრულ ციკლზე: კვლევიდან დანერგვამდე;
- კლიენტებთან ერთად გაარკვევ ინდუსტრიის გამოწვევებს და განსაზღვრავ, რა შედეგი უნდა მოიტანოს პროდუქტმა;
- ბიზნესის საჭიროებებს პროდუქტის მოთხოვნებად, ტექნიკურ დიზაინად და სამუშაო გეგმად აქცევ;
- თავადაც ჩაერთვები პროდუქტის შექმნაში;
- შეარჩევ შესაფერის ტექნოლოგიებს, მათ შორის AI-ს, ღრუბლოვან პლატფორმებსა და მონაცემთა მასშტაბურ დამუშავებას;
- გაზომავ პროდუქტის შედეგებს და გაშვების შემდეგაც გააუმჯობესებ მას.
ვის ვეძებთ
- 7-10+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მონაცემთა პროდუქტების ან მონაცემებზე დაფუძნებული პროგრამული გადაწყვეტების შექმნაში;
- პროდუქტების პროტოტიპიდან რეალურ გამოყენებამდე მიყვანის გამოცდილება;
- ძლიერი ტექნიკური ცოდნა მინიმუმ ერთ მიმართულებაში;
- არქიტექტურის დაპროექტებისა და ტექნოლოგიური არჩევანის გაკეთების გამოცდილება;
- მინიმუმ ერთი ინდუსტრიის ბიზნეს პროცესებისა და მეტრიკების ცოდნა;
- ბიზნესისა და ტექნიკურ გუნდებთან დისკუსიების წარმართვის უნარი;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
უპირატესობა: ფინანსების, საცალო ვაჭრობის, ენერგეტიკის ან სხვა ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა, რეგულირებად გარემოში მუშაობისა და AI პროდუქტების დანერგვის გამოცდილება.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-business-analytics