მოლარე - კონსულტანტი - ჟაკადი / ოკაიდი
შპს „აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე საბავშვო ბრენდებში Jacadi და Okaïdi.
„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია, შპს „აი სი არ ტრეიდი“, საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო და ლოკალურ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდებს. კომპანია დღეს უკვე 60-მდე მაღაზიას მართავს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.
სამუშაო ლოკაციები (თბილისი)
თბილისი მოლი სითი მოლი საბურთალო გალერია თბილისი გლდანი სითი მოლი ისთ ფოინთი პეკინის გამზირი N25 ჭავჭავაძის გამზირი (ვაკე)
სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი - კვირაში 5 სამუშაო დღე - ცვლებში მუშაობა - 2 დასვენების დღე
ძირითადი მოვალეობები - მომხმარებლის პროფესიონალური მომსახურება; - პროდუქციის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა; - ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა; - ახალი პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა; - მაღაზიის სტანდარტების დაცვა; - სალაროსთან მუშაობა (შესაბამისი პროცედურების დაცვით); - მენეჯერის დავალებების შესრულება;
ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს - გუნდური მუშაობის უნარი; - კომუნიკაბელურობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა; - სასურველია უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
ანაზღაურება 1,100 – 1,300 ლარი (ხელზე) (ფიქსირებული ანაზღაურება + საშუალო ბონუსი)
თუ გიყვარს ბავშვებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობა, მოდა და ხარისხიანი მომსახურება — შემოგვიერთდი Jacadi & Okaïdi-ის გუნდში! დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://icrtrade.selfrecruit.ge/s/6m5lT გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.