წყალკანალიზაციის ინჟინერ პროექტანტი
სამშენებლო კომპანია შპს „ბრიტანია არქსტუდიო“ აცხადებს ვაკანსიას წყალკანალიზაციის ინჟინერ პროექტანტის პოზიციაზე.
კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00სთ. კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შეთანხმებით, დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინიებით. ხელფასი გაიცემა თვეში ერთელ განსაზღვრულ დღეს.
ძირითადი მოვალეობები: - ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტის მომზადება; - პროექტის მიხედვით სპეციფიკაციების (BOQ) მომზადება; - საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა; - მიღებული პროექტის რევიზია-ოპტიმიზაცია; - მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედარება BOQ-თან; - პროექტირების ფარგლებში შესაბამის ჩართულ პირებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება პოზიციის შესაბამისი მიმართულებით; - სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი; - AutoCAD ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - Excel-ის ფლობა;
დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომერის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.