9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B2EC302R გამოქვეყნდა 15 ოქტ 41 ნახვა

ავეჯის კონსტრუქტორი

ვერტექსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

კომპანია "ვერტექს მენეჯმენტი" ეძებს ავეჯის კონსტრუქტორს ინდივიდუალური ავეჯის პროექტირებისა და კონსტრუირების მიმართულებით.

განვიხილავთ როგორც გამოცდილ სპეციალისტებს, ისე მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება და ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტზე გასვლა და აზომვითი სამუშაოების შესრულება;
  • ავეჯის კონსტრუირება, ესკიზებისა და ტექნიკური ნახაზების მომზადება;
  • საწარმოო ნახაზებისა და შეკვეთის დოკუმენტაციის შემუშავება;
  • მასალების, ფურნიტურისა და მექანიზმების შერჩევა;
  • მასალებისა და დეტალების სპეციფიკაციების მომზადება;
  • ავეჯის ღირებულების გაანგარიშება;
  • დიზაინერებთან, საწარმოო და სამონტაჟო გუნდებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ავეჯის კონსტრუირების მიმართულებით ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება;
  • ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და მომზადების უნარი;
  • ავეჯის მასალებისა და ფურნიტურის ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და სწავლის სურვილი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • უპირატესობად ჩაითვლება:
  • AutoCAD-ის, Bazis Woodworker-ისა და 3D პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ავეჯის დიზაინისა და ვიზუალიზაციის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობას;
  • ანაზღაურებად სტაჟირებას მათთვის, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: გამოცდილ სპეციალისტებთან — შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით (კვადრატულობით). სტაჟირების ანაზღაურების პირობები განიხილება ინდივიდუალურად.

თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება ან გსურთ პროფესიული განვითარება ავეჯის კონსტრუირების მიმართულებით, გელოდებით ჩვენს გუნდში!

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა