9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B5T7RX4E გამოქვეყნდა 15 ოქტ 57 ნახვა

უსაფრთხოების თანამშრომელი

დაცვის სამსახური ნაია გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾950–1300 / თვეში −12% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,285 ₾ · 60 განცხადება ბოლო ვადა: 7 ნოე
კვება · განცხადებაშიფორმა · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

თუ ეძებთ სამსახურს ან გსურთ უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების მიღება - მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა

დაცვის კომპანია „ნაია” აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე

პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი და შემოგარენისამუშაო მიმართულებები: სასტუმრო, ოპერატიული მიმართულება, „თეგეტა მოტორსი“

გრაფიკი: 24 საათი ცვლა ყოველ მესამე დღეს 12-საათიანი გრაფიკი - 2 დღე დილის ცვლა/ 2 საღამოს ცვლა / 4 დღე დასვენება

სქესი: მამაკაცი და ქალი ასაკი: 18 წელი და ზევით

გასაუბრების მისამართი: დარიალის შესახვევი 12, სადარბაზო 1, სართული 2 გასაუბრებაზე მობრძანდით ყოველდღე შაბათ - კვირის გარდა 11: 00 – 13: 00 საათამდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შიდა სტანდარტების შესაბამისად; - სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიების პერიოდული მონიტორინგი და წესრიგის მუდმივი კონტროლი; - უსაფრთხოების შესაძლო რისკ-ფაქტორების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება; - სასტუმროს მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებისა და ქონების დაცვის უზრუნველყოფა; - საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების გაწევა და ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება სასტუმროს სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე და/ან დაცვის/უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - უცხო ენების ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად - ოპერატიულ პოზიციაზე სასურველია ავტომობილის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ქალაქში

პიროვნული თვისებები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა; - დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი და დაკვირვებულობა; - თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია სტუმრებთან.

რას გთავაზობთ ჩვენ: - ყოველთვიური ხელფასი: 950-1300 ლ + ბონუსით - სტაბილური და დროული ანაზღაურება; - ჯანმრთელობის დაზღვევა და უნიფორმით უზრუნველყოფა, სასტუმროში - ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა; - მეგობრული სამუშაო გარემო - კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;

განაცხადის წარდგენის წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართებზე. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „უსაფრთხოების თანამშრომელი“. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან მოგვწერეთ შეტყობინება სიტყვებით: „უსაფრთხოების თანამშრომელი“.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ნაია“-ს ადმინისტრაციამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა