9909 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B5ZYG852 გამოქვეყნდა 13 ოქტ 31 ნახვა

კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერი

ქუთაისი სრული განაკვეთი განათლება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ოქტ

სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას თუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.

თუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი ეძებს გამოცდილ კინოს სპეციალისტს (Filmmaking), რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის კინოგადაღების ვორქშოპებს.

პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ კინოს სფერო.

პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (კინოგადაღების მიმართულებით)

ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 14:00-20:00 სთ; შაბათი: 11:00-17:00 სთ გამოსაცდელი ვადა: 3 თვე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:

  • კინოგადაღების მიმართულებით ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება;
  • თითოეული ვორქშოპის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შედეგების შეგროვება და შეფასება;
  • თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით;
  • თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა;
  • TUMO-ს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება:

ბაკალავრის ხარისხი კინემატოგრაფიის, მედია ხელოვნების, ვიდეოპროდაქშენის, კომუნიკაციის ან დაკავშირებულ სფეროში.

სამუშაო გამოცდილება:

არანაკლებ 3-წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება კინოგადაღების ან ვიდეოპროდაქშენის მიმართულებით ან/და აღნიშნული მიმართულებით სწავლების გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

  • Adobe Premiere-ის სრულყოფილად ცოდნა;
  • პროფესიონალურ ვიდეო/ფილმის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, კომერციული ან სარეკლამო კონტენტი);
  • კინოპროდუქციის სრული ციკლის (pre-production, production, post-production) სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
  • კამერის, განათებისა და ხმის ტექნიკასთან პროფესიონალურ დონეზე მუშაობის გამოცდილება;
  • ვიდეომონტაჟის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიული სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
  • პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი;
  • გუნდის მოტივაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები.

გთხოვთ, ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/FpNhH

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა