9,062 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

B6MGDXFD გამოქვეყნდა 17 სექ 8 ნახვა

ექსპრეს ქსელი

ექსპრეს ქსელი

მოლარე

ექსპრეს ქსელი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიებს მოლარის პოზიციაზე გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში. (ფილიალი არის გეგუთის ციხის ტერიტორიაზე და ემსახურება მსჯავრდადებულებს.)

შპს " ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 115-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი, გეგუთი
  • სახელფასო რეინჯი: 1300 (ნეტ) + ბონუსი 200 ლარი.
  • გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00, შაბათი 09:00-14:00

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით წარმოება;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • საცალო მარკეტში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია apex-ის პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);

პიროვნული მახასიათებლები:

  • სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
  • თავაზიანი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე ან დაგვიკავშირდით: 577 23 97 66 (10:00 დან 18:00-მდე)

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე გეგუთის ციხეში".

შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ექსპრეს ქსელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა