8,481 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EHQD5JPM გამოქვეყნდა 16 სექ 11 ნახვა

ბუღალტერი

New Lux Batumi
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? პირდაპირი განცხადებები სარკისებურ ასლებზე მაღლა ჩანს, განაცხადები პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან აიღე შენი განცხადება უფასოდ.

ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
₾1600 / თვეში ბოლო ვადა: 25 სექ

New Lux Batumi — კაფელისა და კერამოგრანიტის სავაჭრო კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: • კომპანიის სრული მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა; • შესყიდვების, გაყიდვების, საბანკო და სალარო ოპერაციების რეგისტრაცია; • სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურებისა და პირველადი დოკუმენტების კონტროლი; • RS.ge-ზე მუშაობა და საგადასახადო დეკლარაციების დროულად მომზადება/წარდგენა; • დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადის, ხელფასებისა და საპენსიო ვალდებულებების აღრიცხვა; • იმპორტისა და საბაჟო დოკუმენტების აღრიცხვა; • მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორების კონტროლი; • საწყობის ნაშთებისა და საბუღალტრო მონაცემების შეჯერება; • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადება დირექტორისთვის; • Odoo/Oris სისტემებში მონაცემების სისწორის კონტროლი.

მოთხოვნები: • საქართველოში ბუღალტრად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და RS.ge-ს კარგი ცოდნა; • დღგ-ისა და იმპორტის ოპერაციების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; • ქართული ენის გამართული ცოდნა და დამატებით ინგლისური ან თურქული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა — აუცილებელია; • Excel-ისა და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; • სიზუსტე, კონფიდენციალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: 1 600 ლარი ხელზე. განაცხადები განიხილება მიღებისთანავე. გასაუბრებები დაიწყება 19 სექტემბრიდან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
New Lux Batumi
ვებგვერდი ↗
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა