9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B6RW4135 გამოქვეყნდა 20 ოქტ 14 ნახვა

ინჟინერი ელექტროობის მიმართულებით

UGT გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ელექტროობის მიმართულების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტროობის მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება (solution) და პროექტის მომზადება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
  • კლიენტისგან მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა;
  • პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
  • ელექტროობის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად;
  • პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
  • ობიექტზე სისტემების პროექტირება, გამართვა და კონფიგურაცია;
  • ელექტრო სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლებისა და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

  • საინჟინრო პროგრამების ცოდნა (EPLAN, AUTOCAD, REVIT, DIALUX);
  • დაბალი ძაბვის ქსელში ძაბვის დანაკარგების ანგარიში;
  • ელექტრო მომარაგების ცალხაზოვანი სქემების შედგენა.
  • განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
  • ენები: ინგლისური ენის ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

კომპეტენციები:

  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • მოწესრიგებული, პასუხისმგებლობიანი, თავაზიანი.

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass
  • დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 20 ნოემბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1000/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა