მზარეული
ლა პანეტერია აცხადებს ვაკანსიას : მზარეული
ლა პანეტერია — იტალიური საცხობი და კაფე-რესტორანი ლისის ტბის მიმდებარედ, ეძებს გუნდის ახალ წევრს! ჩვენი კონცეფცია ეფუძნება ნამდვილ იტალიურ გასტრონომიას, ხარისხიან ინგრედიენტებსა და ტრადიციულ რეცეპტებს. ლა პანეტერია არის იტალიური პრემიუმ ფქვილის მწარმოებლის, Molino Pasini-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ჩვენ ასევე პირდაპირ იტალიიდან შემოგვაქვს მაღალი ხარისხის ინგრედიენტები — ზეითუნის ზეთი, სან-მარცანოს პომიდორი, და სხვა პროდუქტები, რომლებითაც ვქმნით ჩვენს მენიუს.
ძირითადი მოვალეობები
- იტალიური კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად
- პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლი
- სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება
- გუნდური მუშაობის უნარი
- იტალიური სამზარეულოს მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- მაღალი ხარისხის იტალიურ ინგრედიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას
- პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას
- სტაბილურ ანაზღაურებას და გრძელვადიან თანამშრომლობას
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე. შემოუერთდი ლა პანეტერიას გუნდს და განავითარე შენი პროფესია იტალიურ გასტრონომიასთან ერთად!