გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B7JEGFJ1 გამოქვეყნდა 5 ნოე 17 ნახვა

მზარეული

ლა პანეტერია გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

ლა პანეტერია აცხადებს ვაკანსიას : მზარეული

ლა პანეტერია — იტალიური საცხობი და კაფე-რესტორანი ლისის ტბის მიმდებარედ, ეძებს გუნდის ახალ წევრს! ჩვენი კონცეფცია ეფუძნება ნამდვილ იტალიურ გასტრონომიას, ხარისხიან ინგრედიენტებსა და ტრადიციულ რეცეპტებს. ლა პანეტერია არის იტალიური პრემიუმ ფქვილის მწარმოებლის, Molino Pasini-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ჩვენ ასევე პირდაპირ იტალიიდან შემოგვაქვს მაღალი ხარისხის ინგრედიენტები — ზეითუნის ზეთი, სან-მარცანოს პომიდორი, და სხვა პროდუქტები, რომლებითაც ვქმნით ჩვენს მენიუს.

ძირითადი მოვალეობები

  • იტალიური კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად
  • პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლი
  • სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
  • გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • იტალიური სამზარეულოს მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მაღალი ხარისხის იტალიურ ინგრედიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას
  • სტაბილურ ანაზღაურებას და გრძელვადიან თანამშრომლობას

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე. შემოუერთდი ლა პანეტერიას გუნდს და განავითარე შენი პროფესია იტალიურ გასტრონომიასთან ერთად!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა