ბუღალტერ-ოპერატორი
შპს "ჯი თი ეს გრუპი", რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და წარმოადგენს მაღალი ხარისხის დანიური საღებავების იმპორტიორსა და მომწოდებელს, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- საქონლის რეალიზაციის ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
- რეალიზაციასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
- სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
- იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- საქონლის მიღების, გადაადგილებისა და დაბრუნების ოპერაციების ასახვა;
- პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმდინარე სამეურნეო ხარჯების აღრიცხვა და დარიცხვა;
- საბანკო ამონაწერების დამუშავება და საბანკო ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული ურთიერთშედარება;
- მყიდველებსა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი და ნაშთების შეჯერება;
- სასაქონლო ნაშთების კონტროლი და პროგრამული მონაცემების გადამოწმება;
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
- მთავარი ბუღალტრის მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის ცოდნა;
- საბანკო ოპერაციების, ხარჯებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №37
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — ბუღალტერ-ოპერატორი.