გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B7SA7Z7F გამოქვეყნდა 10 ნოე 16 ნახვა

ბუღალტერ-ოპერატორი

GTS Group გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს "ჯი თი ეს გრუპი", რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და წარმოადგენს მაღალი ხარისხის დანიური საღებავების იმპორტიორსა და მომწოდებელს, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • საქონლის რეალიზაციის ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
  • რეალიზაციასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
  • სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
  • იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • საქონლის მიღების, გადაადგილებისა და დაბრუნების ოპერაციების ასახვა;
  • პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმდინარე სამეურნეო ხარჯების აღრიცხვა და დარიცხვა;
  • საბანკო ამონაწერების დამუშავება და საბანკო ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული ურთიერთშედარება;
  • მყიდველებსა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი და ნაშთების შეჯერება;
  • სასაქონლო ნაშთების კონტროლი და პროგრამული მონაცემების გადამოწმება;
  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
  • მთავარი ბუღალტრის მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;
  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის ცოდნა;
  • საბანკო ოპერაციების, ხარჯებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №37
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — ბუღალტერ-ოპერატორი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა