9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B8MPR743 გამოქვეყნდა 12 ოქტ 31 ნახვა

ტექნიკური მენეჯერი

მისტერ მასტერი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
₾3000 / თვეში +41% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 13 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "მისტერ მასტერი" 17 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე სტაბილურად ოპერირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო და კომუნალურ სერვისებს - 24/7, ყოველდღე.

ჩვენი საქმიანობის შესახებ, მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/

"მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

კომპანია "მისტერ მასტერის" ხელოსანთა (ოსტატთა) გუნდის უშუალო ხელმძღვანელობა და ყოველდღიური მართვა - შეკვეთების შესრულების კონტროლი, ხელოსნების მუშაობის მონიტორინგი და ხარისხის უზრუნველყოფა, გუნდის დისციპლინისა და შედეგიანობის ზრდაზე უშუალო პასუხისმგებლობა, რესურსების ოპტიმალური გამოყენება და მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა;

სამუშაო პირობები:

  • ფიქსირებული ანაზღაურება: 3000 ლარი - NET
  • კვარტლური პრემია: KPI-ის შესრულებიდან გამომდინარე
  • სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ტექნიკური მიმართულება ან მენეჯმენტი);
  • აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • გამოცდილება პრიორიტეტულია სერვისების, სამშენებლო, საყოფაცხოვრებო მომსახურების ან მსგავს სფეროში, სადაც კანდიდატს უშუალოდ ჰქონდა ხელოსნების/ტექნიკოსების ყოველდღიური მართვის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გუნდის მართვის რეალური, პრაქტიკული გამოცდილება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოსტატთა გუნდის ყოველდღიური მუშაობის დაგეგმვა, განაწილება და კონტროლი;
  • ოსტატთა ყოველდღიური სამუშაო პროცედურის დაცვისა და დისციპლინური ქცევის მონიტორინგი;
  • რთულ, არასტანდარტულ სიტუაციებში უშუალო ჩართულობა, ხელოსნების მხარდაჭერა შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დამატებით ბრიგადების, ინსტრუმენტების ან სხვა საკითხების ორგანიზებაში;
  • გუნდთან პერმანენტული შეხვედრები, არსებული სიტუაციის ანალიზი;
  • სხვადასხვა სახის შიდა რეპორტინგი (ფინანსური, რაოდენობრივი);
  • გუნდთან ერთად, ყოველთვიური KPI-ების პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება

დამატებითი ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო;
  • სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
  • ფასდაკლებები კომპანიის სერვისებზე

ზოგადი კომპეტენციები:

  • ხელოსანთა/ტექნიკური პერსონალის გუნდის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ტექნიკური მენეჯერი".

შპს "404"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "404"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა