ოფისის მენეჯერი
არქიტექტურული და საპროექტო კომპანია CORE ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ოფისის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები
- ადმინისტრაციული პროცესებისა და საჯარო უწყებებთან (მერია, არქიტექტურის სამსახური) დოკუმენტბრუნვის მართვა;
- სოციალური ქსელების კამპანიებში ჩართულობა და კონტენტის შექმნა (მათ შორის, AI ხელსაწყოებით);
- კომპანიის საპროექტო სერვისების შესწავლა, შემოსულ დამკვეთებთან კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება/გაყიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭება მარკეტინგის ან იურიდიულ მიმართულებას);
- მსგავს სფეროში (ადმინისტრაცია, მარკეტინგი, გაყიდვები) მუშაობის გამოცდილება;
- სოციალურ მედიასთან, AI პლატფორმებთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- საჯარო უწყებებთან (მაგ. tas.ge) ურთიერთობის გამოცდილება (სასურველია);
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები
- სიახლეების სწრაფად ათვისებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV.
შემოუერთდით CORE-ის გუნდს!