დაცვის ოფიცერი - თელავი
სს „საქართველოს ბანკის“ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე თელავში ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების კონტროლი, სისტემების პერიოდული ტესტირება;
- თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;
- ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
- ბანკის ტერიტორიაზე დაშვების სისტემების დაცულობის კონტროლი.
სამუშაო გამოცდლება:
სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით ან დაცვის სამსახურში.
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
- სასურველია სახანძრო უსაფრთხოების და წესების ცოდნა;
- ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად;
- ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- თავაზიანობა, სწორი გადამისამართება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, 2026.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.