კურიერი საკუთარი ავტომობილით
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით რუსთავში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!
ძირითადი მოვალეობა:
- გზავნილების ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
- ანაზღაურება: ყოველ ჩაბარებულ მისამართზე 4 ლარი
- მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ.64
- სამუშაო არეალი: ქალაქი რუსთავი.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
- საკუთარი ეკონომიური ტიპის ავტომობილი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სიახლის ათვისების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება
- მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი ავტომობილით რუსთავში".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.