9315 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

BBDC03XK გამოქვეყნდა 27 ოქტ 22 ნახვა

ფარმაცევტული ბრენდის განვითარების მენეჯერი

ბი-ემ-ესი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული ბრენდის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

https://www.bms.ge

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ბრენდების ცნობადობისა და ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • სააფთიაქო ქსელებთან და დამოუკიდებელ აფთიაქებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
  • სტომატოლოგებთან, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და შესაბამის პროფესიულ წრეებთან თანამშრომლობის განვითარება;
  • ახალი კლიენტებისა და გაყიდვების არხების მოძიება;
  • პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებისა და რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა;
  • მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;
  • ფასების, სავაჭრო პირობებისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
  • გაყიდვების გეგმების შემუშავება, შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი;
  • პარტნიორებთან გრძელვადიანი და ეფექტიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგება და განვითარების ახალი შესაძლებლობების შეთავაზება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ბრენდის მართვის, პროდუქტის მენეჯმენტის, გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და საქმიანი ურთიერთობების მართვის უნარი;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებულობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • ფარმაცევტული ან სამომხმარებლო ჯანმრთელობის პროდუქტების ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სააფთიაქო ქსელებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • სტომატოლოგიურ სექტორთან ან პირის ღრუს ჰიგიენის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების ზრდისა და ბრენდის განვითარების წარმატებული პროექტების განხორციელების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N64
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

თანამშრომლის ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კომპანიის პროდუქციაზე სპეციალური შიდა ფასდაკლება; ** თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგის სივრცე; ** პროფესიული განვითარების და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა; ** შიდა სწავლებისა და განვითარების პროგრამები; ** კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა; ** თანამშრომელთა წახალისებისა და ბონუსის პროგრამები.

თუ გინდა, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და შენი გამოცდილებით ხელი შეუწყო ქსელური მიმართულების განვითარებას, გამოგვიგზავნე შენი CV.

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

Tel.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა