მოძრავი მერჩენდაიზერი საკუთარი ავტომობილით/მოპედით
−17% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,200 ₾ · 41 განცხადება
გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ
"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის თანამდებობაზე საკუთარი ავტომობილით/მოპედით.
სამუშაო საათები: 09:30-18:30 სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით) ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა (2000 ლარამდე) ვაკანტური უბანი: საბურთალო სათაო ოფისი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის ქუჩა დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)
ძირითადი მოვალეობები
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
- შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან;
- ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის განლაგების შენარჩუნება და მისი გაფართოება სავაჭრო ობიექტებში;
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ აუცილებელი არაა.
- მართვის მოწმობა-B კატეგორია + საკუთარი ავტომობილი ან მოპედი (სავალდებულოა) კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ლიმიტს (მარშრუტის შესაბამისად)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.