სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში/პორტალზე ასახვა;
- სასწავლო ცხრილებთან, სასწავლო კურსებთან, სტუდენტებსა და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და განახლება;
- გამოცდების ორგანიზებისა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
- გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და სტუდენტებისა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება;
- სასწავლო პროცესისა და გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და აღრიცხვა;
- სტუდენტებთან, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან და უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური ენა (მინიმუმ B2).
კომპეტენცია და უნარები:
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.