B2B გაყიდვების ოპერატორი
"Coffee LAB" — ყავის ლაბორატორია არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველოში Specialty ყავის წარმოება 2016 წელს დაიწყო. კომპანიას ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტ მწვანე ყავის მარცვალი შემოაქვს, ადგილზე ხალავს და პროდუქციას როგორც საცალო, ისე B2B მიმართულებით სთავაზობს მომხმარებლებს.
დღეს კომპანიაში 150-ზე მეტი თანამშრომელია.
Coffee LAB აერთიანებს 6 განსხვავებული კონცეფციის ფილიალს და 300-ზე მეტ B2B პარტნიორს, რომლებსაც ყავის მარცვალთან ერთად პროფესიონალურ ტექნიკას, ტრენინგსა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: B2B შეკვეთების ოპერატორი.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება პარტნიორი კომპანიებიდან;
** რეალიზაციების პროგრამული გატარება;
** დავალიანებების კონტროლი და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ინვენტარის აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** საჭირო რეპორტინგის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** კვებას;
** დაზღვევას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისი- ცაცხვების ქუჩა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: და ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.